"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. თავისუფლების მოედანზე უკვე ბოლო ტექნიკური სამუშოები სრულდება. თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთლს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე 5 ლოკაციიდან დაიწყება:
- რესპუბლიკის მოედანი – 17:00სთ
- გმირთა მოედანი – 17:00სთ
- 300 არაგველის მოედანი – 17:00სთ
- მარჯანიშვილის მოედანი – 17:00სთ
- ამაღლების ქუჩა - 17 სთ.
საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.
რიგით მოქალაქეებთან ერთად დღეს ქუჩაში მუსიკოსები მსახიობები, მომღერლები, მხატვრები და ექიმებიც იდგებიან. ხალხთან ერთად იდგება დღეს საქართველოს პრეზიდენტიც.
ქართველი ხალხი დღეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, რომ მათი არჩევანი ევროპაა.
საკმაოდ გაუარესებულია ურთიერთობები ევროკავშირთან, აშშ-თან, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო და ზუსტად მარშის სახელიც ეს არის, რომ საქართველო ირჩევს ევროკავშირს, ვაჩვენებთ, რომ ქართველი ხალხის ნება განსხვავდება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებისგან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის, რა პროფესიის ადამიანია, სად მოღვაწეობს, აუცილებლად მოვიდეს ამ მარშზე, დადგეს ქუჩაში და გაოხატოს ერთიანი საქართველოს ნება, რომ საქართველო ირჩევს ევროკავშირს, - ამბობს ყვარლის ევროალტანტიკური ცენტრის დამფუძნებელი ნიკა გურინი.