გახარია TV პირველს: სცადეთ წინა რაციების ჩანაწერებიც მოიპოვოთ და ყველაფერი ინფორმაცია გექნებათ პირველი წყაროდან

20.10.24 13:37
გახარია TV პირველს: სცადეთ წინა რაციების ჩანაწერებიც  მოიპოვოთ და ყველაფერი ინფორმაცია გექნებათ პირველი წყაროდან

"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - ექს-პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია "პირველებს" ეუბნება, რომ აქციების დარბევისა თუ ყველა მსგავსი ოპერაციის წინ გეგმა დგება, რომელსაც ხელს შს მინისტრი აწერს და ყველაფერი სწორედ ამ გეგმის მიხედვით ხორციელდება.

მართლა ვაფასებ, თქვენს შესაძლებლობებს, სცადეთ წინა რაციების ჩანაწერებიც  მოიპოვოთ და ყველაფერი ინფორმაცია გექნებათ პირველი წყაროდან - ეუბნება "პირველებს" გიორგი გახარია.

''ნებისმიერი სპეციალური საშუალება, როგორიც არის გაზი, წყალი, რეზინის ტყვიები ყველას აქვს აბსოლუტურად უმკაცრესად რეგლამენტირებული გამოყენების საზღვრები. ეს ყველაფერი რაიმე საიდუმლო არ არის, კანონში ეს ყველაფერი გაწერილია, ამოიღეთ და ნახეთ. მსგავსი ღონისძიებების წინ დგება ამ ღონისძიებების გეგმა კონკრეტული, რომელსაც ხელს აწერს მინისტრი. ყველაფერი ხორციელდება ამ გეგმის შესაბამისად. რაციები, ჩვენს დროსაც იყო, ახლაც არის. მე არ ვიცი როგორ მოიპოვეთ ეს რაციები. სცადეთ წინა რაციების ჩანაწერებიც  მოიპოვოთ და ყველაფერი ინფორმაცია გექნებათ პირველი წყაროდან და ჩემი ინტერპრეტაციების გარეშე. მართლა ვაფასებ, თქვენს შესაძლებლობებს", - ამბობს გიორგი გახარია.

"შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა მოიპოვა აუდო ჩანაწერები, საიდანაც დგინდება ვისი დავალებით სჯიდნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს. რაციის ჩანაწერებში ისმის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის იოსებ ჭელიძის, იგივე "მოზგის" ხმა. აუდიო მასალის, რომელიც გუშინ "შაბათის ეთერში" გავიდა, მთავარი ფიგურანტები არიან ხარება და მისი მოადგილეეები. ერთ-ერთ ჩანაწერში გარკვევით ისმის სიტყვები - "გაზი გაურიეთ". ეს  მტკიცებულებაა იმის, რომ აქციიის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლში ურევდა ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც რეაქციაში შედიოდა წყალთან და განსაკუთრებით მძიმე იყო დემონსტრანტებისთვის.

მსგავსი სიახლეები