დღეს ადამიანები დაინახავენ, რომ არჩევნების წინ ბევრნი ვართ და ძალა ერთობაშია - ყურუა

20.10.24 13:41
დღეს ადამიანები დაინახავენ, რომ არჩევნების წინ ბევრნი ვართ და ძალა ერთობაშია - ყურუა

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრის, ბორის ჩელე ყურუას შეფასებით, დღევანდელი ევროპული მარში არის იმის კარგი საშუალება, რომ მთელმა საზოგადოებამ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე 6 დღით ადრე ქართველი ხალხის ერთიანობა კიდევ ერთხელ დაინახოს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თანამოქალაქეებს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აქტიურად მიიღონ და საკუთარი თავისუფალი არჩევანი დააფიქსირონ.

''ქართულმა ოცნებამ'' ისედაც იცის, რომ არჩევნები წააგო, ისიც იცის, რა ძალა აქვს ხალხს და იმასაც ხვდება, რომ ხალხის წინააღმდეგ არ უნდა წასულიყო. 20-ის შეხვედრას რაც შეეხება, ადამიანები ერთმანეთს გაამხნევებენ, დაინახავენ, ისევ გავიხსენებთ, რომ ბევრნი ვართ და ძალა ერთობაშია, რაც ძალიან კარგია არჩევნების წინ, რადგან მუხტი მოემატება ოპოზიციურ ამომრჩევლებს. სხვებს, ვისაც ეზარება არჩევნებზე წასვლა, დავანახებთ იმას, რომ თბილისის ქუჩებში მარშით ჩავლაც კი არ გვეზარება და როგორმე 1 საათი გამონახონ იმისთვის, რომ წავიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ და ვაჩვენოთ ისიც, რომ არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ამ ქვეყნისგან ნორმალური ქვეყანა გამოვიყვანოთ", - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.

მსგავსი სიახლეები