სოფო ჯაფარიძე: 26 ოქტომბერს გლდანი, მთელი თბილისი და სრულიად საქართველო ირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ

20.10.24 14:02
სოფო ჯაფარიძე: 26 ოქტომბერს გლდანი, მთელი თბილისი და სრულიად საქართველო ირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე გლდანში მოსახლეობას შეხვდა

გლდანში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გლდანი, ისევე როგორც მთელი თბილისი და სრულიად საქართველო, 26 ოქტომბერს გამარჯვებისთვის ემზადება.

"ახლა ვიმყოფებით გლდანში და განწყობა არის საოცარი - გლდანი ემზადება გამარჯვებისთვის. 26 ოქტომბერს გლდანი, მთელი თბილისი და სრულიად საქართველო ირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, რუსულ რეჟიმს, რუსულ იზოლაციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, მაღალ ფასებს, დაბალ ხელფასებს, დაბალ პენსიებს და 26 ოქტომბერს ერთიანობით ვიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიდის არჩევნებზე, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა, თითქოს ვინმე გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა, არის ტყუილი: გარანტირებულია, რომ ვერასდროს ვერ გაიგებს ვერავინ, ვის მიეცით ხმა, ამიტომ მეგობრებო, დავდგეთ ხალხის მხარეს, დავდგეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარეს და ერთიანობით გავიმარჯვებთ", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
 

მსგავსი სიახლეები