ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს საარჩევნო უფლებებს უზღუდავენ

20.10.24 14:08
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს საარჩევნო უფლებებს უზღუდავენ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს საარჩევნო უფლებებს უზღუდავენ. აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმებმა გადასასვლელებიის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ენგურის ხიდი 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დაიკეტება, ხოლო ცხინვალის რეგიონთან დამაკავშირებელი გადასასვლელები, რომელიც როგორც წესი თვის ბოლოს იხსნება, შაბათს არ იმუშავებს. რუსეთის მარიონეტმა რეჟიმებმა ეს გადაწყვეტილება პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით ახსნეს.

მსგავსი სიახლეები