ჯანდაცვის მინისტრს პირადი მაგალითი უნდა მიეცა - გია ხუხაშვილი

18.03.21 19:44
ჯანდაცვის მინისტრს პირადი მაგალითი უნდა მიეცა - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ვაქცინაციის სოციალური კამპანია არ, ან ძალიან ცუდად, მიმდინარეობს. ხუხაშვილი ამბობს, ჯანდაცვის მინისტრს პირადი მაგალითი უნდა ეჩვენებინა და საქვეყნოდ აეცრა, მან კი აცრაზე უარი განაცხადა, რაც საზოგადოებამ საგანგაშო სიგნალად მიიღო.

აქ ჩემთვის პატივსაცემი ხალხი, რამე რომ მოხდება, მაშინვე იწყებენ მტკიცებას, რომ ვაქცინაცია არის კარგი და ასტრა-ზენეკა საუკეთესო. გავიგეთ, ბატონებო.
აქ პრობლემაა პროცესის ორგანიზების ჩაფლავება. შესაბამისი პერსონალის და პირობების მომზადება. რისკ-ფაქტორების გამოკვლევა ვაქცინაციამდე, მასშტაბური სოციალური კამპანიის ორგანიზება. მაგალითის ჩვენება და ა.შ.
ყველაფერი ამის ნაცვლად ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ ის პირადად არ აიცრებოდა და პატრიარქთან გაიქცა დასახმარებლად. ვერ ხედავთ, რომ ის არის მთავარი ანტი-ვაქსერი.
თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამას მშვიდად უნდა ვუყუროთ? - წერს გია ხუხაშვილი