„ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ვერაფერს, ხალმა ზუსტად იცის 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების მნიშვნელობა - ირაკლი ეძგვერაძე
„ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ვერაფერს და ამაში მარწმუნებს ყოველდღიური შეხვედრები ადამიანებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, რომლებმაც ზუსტად იციან 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების მნიშვნელობა.“- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა.
ეძგვერაძის თქმით, მან ძალიან კარგად იცის გლდანელების განწყობა და „ქართული ოცნება“ მანიპულაციის და ხალხის დაშინების მიუხედავად, მაინც ვერაფერს შეძლებს.
„უკვე ორი თვეა გლდანში ვატარებ კამპანიას და ვიცი გლდანელების განწყობა. 2020-ში ვიცოდი, რომ არჩევნებს ვიგებდით და ახლა იმაზე მეტად ვარ დარწმუნებული, ვიდრე 2020-ში, რომ ვერაფერს ვერ შეძლებს „ქართული ოცნება“, ყოველი დღე ამაში მარწმუნებს, მაგრამ განსაკუთრებით გუშინ ახალგაზრდებთან შეხვედრისას ყველა მეუბნებოდა თუ რა უნდა მოხდეს 26 ოქტომბერს, უზომოდ უყვართ სამშობლო და მზად არიან თავი გაწირონ მისთვის და როცა ასეთი ენთუზიაზმია, როცა ასეთი განწყობაა, „ქართული ოცნება“ ვერაფერს ვერ შეძლებს და ის მანიპულაცია, დაშინება ხალხის, რომ თურმე გამოჩნდება ვის აძლევ ხმას, ეს არის აბსურდი. მინდა მთელ მოსახლეობას ვუთხრა, რომ ხმის მიცემა არის დაცული და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს და „ქართული ოცნება“ აუცილებლად წავა, ევროპა იქნება ჩვენთან და ევროპული კეთილდღეობა. ახალგაზრდებს ვსაუბრობდი გუშინ და ყველა ერთხმად ვამბობდით, რომ გვინდა ხარისხიანი განათლება, სპორტი, კეთილდღეობა, ყველაფერი, რაც ევროპაშია, ღირსეული სამუშაო ადგილები და პირადად ჩემი მოტივაცია, როცა 2020 წელს ჩავერთე არჩევნებში, იყო გავრილოვის ჩასმა ზვიად გამსახურდიას ადგილზე, სადაც მან გამოუცხადა დამოუკიდებლობა. ეს არის მიუღებელი, წარმოუდგენელი ქართველი კაცისთვის და ქართველი კაცი არ შეეგუება ამას. ამორალური, ამაზრზენია მთლი კამპანია. ბოდიშს ქართველი სეპარატისტებს და რუსებს არ მოუხდის.“ - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.
დღეს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე გლდანში მოსახლეობას შეხვდა. უკეთ გაეცნო მათ პრობლემებს და ისაუბრა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო გეგმებზე.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.