26 ოქტომბერს ბიძინას დასასრულის დასაწყისი ქაღალდზე გაფორმდება - ნადიმ ხმალაძე
26 ოქტომბერს ბიძინას დასასრულის დასაწყისი ქაღალდზე გაფორმდება - ამის შესახებ ნადიმ ხმალაძემ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე ევროპულ მარშს შეუერთდა.
ხმალაძის თქმით, დღევანდელი დღე არის გამარჯვების დასაწყისის დღე და 27-ში ჩვენ, ყველანი ერთად აუცილებლად გავიღვიძებთ ევროპაში.
26 ოქტომბერს ბიძინას დასასრულის დასაწყისი ქაღალდზე გაფორმდება. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას არ სურს რუსეთი, არ სურთ იმ ბნელ საბჭოთა კავშირში დაბრუნება. უკრაინაში რუსეთს ომი არ დაუწყია მიწისთვის, იქ ომი დაიწყო პუტინმა საბჭოტა კავშირის აღსადგენად. ჩვენთან არ გაუვა ეს. ჩვენ არ ვართ ის ერი, რომელსაც იმ სიბნელესა და ჯოჯოხეთში დაგვაბრუნებენ. დღევანდელი დღე არის გამარჯვების დასაწყისის დღე, 27-ში ჩვენ აუცილებლად გავიღვიძებთ ევროპაში", - განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.
თბილისში მასშტაბური მარში იწყება. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:
- რესპუბლიკის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
- მარჯანიშვილის მოედანი;
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.