მთელი საქართველო დღეს ფეხზე დგას, ასე ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს - სოფო ჯაფარიძე

20.10.24 17:51
მთელი საქართველო დღეს ფეხზე დგას, ასე ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს - სოფო ჯაფარიძე

 

 

თბილისში, მარშისთვის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ემზადებიან. მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი გმირთა მოედანზეა შეკრებილი.

აქციის ორგანიზატორია „ჩემი ხმა ევროკავშირს“, რომელიც 30-ამდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. მარშს პოლიტიკოსებიც უერთდებიან. 

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ  მთელი საქართველო დღეს ფეხზე დგას: 

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს კიდევ ერთხელ ქართველმა ხალხმა უნდა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპულ მომავალს, ირჩევს ევროპას და სრულიად განსხვავებული არის ჩვენი პოზიცია ჩვენი ხელისუფლებისგან. ქართველ ხალხი დღეს არის ერთ მხრეს და ''ქართული  ოცნება'' მეორე მხარეს.

''ქართული ოცნება'' ირჩევს რუსეთს, ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას. ვართ უამრავი, მთელი საქართველო დღეს არის ერთსულოვანი და ფეხზე დგას. ასე ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს.

ქართველი ხალხი ირჩევს, ევროპულ კეთილდღეობას, დასავლეთს, მაღალ ხელფასებს, სამუშაო ადგილებს, ევროპულ ჯანდაცვას, განათების სისტემას. ''ქართული ოცნება'' ირჩევს იზოლაციას და სიღატაკეს, რასაც ემიჯნება ქართველი ხალხი დღევანდელი დღე არის ამის ნათელი მაგალითი"- განაცხადა სოფო ჯკაფარიძემ. 

ჯაფარიძემ "ქართული ოცნების" პროპაგანდაზეც ისაუბრა და თქვა, რომ განცხადებები, რომ თითქოს ვინმეს შეუძლია მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ გაიგოს, ტყუილია.  

მეგობრებო, აქტიურად მუშაობს ''ქართული ოცნების'' პროპაგანდა თითქოს, ისინი დაინახავენ ვის მიეცით ხმა ეს არის სრული ტყუილი, ვერასოდეს ვერავინ ვერ გაიგებს თუ ის მიეცით ხმა. დადექით ქართველი ხალხის მხარეს, დადექით ევროპული მომავლის მხარეს წინ გამარჯვებისკენ"- დასძინა მან. 

თბილისში მასშტაბური მარში იწყება. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში". 

მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:

  • რესპუბლიკის მოედანი;
  • გმირთა მოედანი;
  • 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
  • მარჯანიშვილის მოედანი;
  • ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).

19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები