ნიკა გვარამია: ჩვენ მივდივართ ახლა თავისუფლების მოედანზე და ისე, მთელი ქვეყანა ევროპაში
ჩვენ მივდივართ ახლა თავისუფლების მოედანზე და ისე, მთელი ქვეყანა ევროპაში - კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია დღევანდელ ევროპულ მარშზე ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველს ელოდება.
გვარამია "ოცნების" ამომრჩეველსაც მოუწოდებს, რომ დღევანდელ ღონისძიებას მსვლელობას შეუერთდეს და საკუთარი არჩევანის ჩათვლით დაანახოს ყველას რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია.
ჩვენ მივდივართ ახლა თავისუფლების მოედანზე და ისე, მთელი ქვეყანა ევროპაში. სინამდვილეში, ვისაც არ უნდა ვაძლევდეთ ხმას, ეს გვინდა. ზოგიერთმა ამომრჩეველმა სამწუხაროდ არ იცის, რომ ვისაც ხმას აძლევს, შეიძლება სულ სხვაგან მიდიოდეს, თუმცა, ძალიან ბევრმა ვიცით, ამიტომ, "ქართული ოცნების" ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, რომ მოვიდეს და დაანახოს ყველას, საკუტარი არჩევანის ჩათვლით, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში. დღეს ყველანი ვართ ერთად. ეს დღე არის გამაერთიანებელი, იმიტომ, რომ ეს სურვილი აერთიანებს არა ამრტო ქართველ ხალხს, არამედ ეს აერთიანებს ქართველი ხალხის აწმყოს, წარსულს და მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ხალხი იქნება", - ამბობს ნიკა გვარამია.
თბილისში მასშტაბური მარში იწყება. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:
- რესპუბლიკის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
- მარჯანიშვილის მოედანი;
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.