ხალხი იმარჯვებს, ვიშორებთ ივანიშვილს - გიორგი ვაშაძე
"ხალხი იმარჯვებს, ვიშორეთ ივანიშვილს"- ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა ნაცონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
პოლიტიკოსი ევროპულ მარშს გმირთა მოედანზე შეუერთდა:
''ქართული ოცნება'' ბოლომდე გადატეხილია, ჩამოშლილია და თქვენ ნახავთ, რომ ქართულ ოცნებას და ივანიშვილს ერთიანად მოვიშორებთ. 20% აიღებენ ხმებს, მაგრამ მთავარი არის რომ წავიდეთ ევროპისკენ. ეს არის დღე, როცა ერთად უნდა ვიდგეთ და გავიმარჯვოთ. დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია, რომ მოვიპოვოთ დიდი გამარჯვება 26- ში. 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმი"- თქვა ვაშაძემ.