ხოშტარია: ივანიშვილი ხალხს ვერ მოერევა, ნუ იწვალებს თავს

20.10.24 17:52
ხოშტარია: ივანიშვილი ხალხს ვერ მოერევა, ნუ იწვალებს თავს

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ იმაზე საამაყო არაფერი არ არის, როდესაც მარშზე ქართველი ერი სრული ერთობით დგას და მთავარ გზავნილს - "ჩვენ გვინდა ევროპაში" აჟღერებს.

ამაღლების ქუჩაზე მდგომი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე "ხალხს ვერ მოერევა, ამიტომ თავს ტყუილად ნუ იწვალებს".

მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თავისუფლების მოედანზე მთელი თბილისი გამოვა. არაფერი იმაზე საამაყო არ არის, როდესაც ქართველი ერი სრული ერთობით ვდგავართ ერთად და ვამბობთ, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას. ეს არჩევანი უშუალოდ არჩევნებზე უნდა გავაკეთოთ. სრული კონსოლიდაციაა საზოგადოების და ეს არის ისტორიული დღე. ნუ იწვალებს ივანიშვილი თავს, ხალხს ვერ მოერევა. გულწრფელად ვუსურვებ, მალე მიხვდეს, რომ მშვიდად და წყნარად გადააბაროს ძალაუფლება ხალხს", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

თბილისში მასშტაბური მარში იწყება. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში". 

მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:

  • რესპუბლიკის მოედანი;
  • გმირთა მოედანი;
  • 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
  • მარჯანიშვილის მოედანი;
  • ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).

19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

მსგავსი სიახლეები