დღეს ერთმანეთს უნდა ჩავხედოთ თვალებში და ვუთხრათ, რომ გამარჯვებამდე ცოტა გვიკლია - დათო გორგილაძე
დღეს ერთმანეთს უნდა ჩავხედოთ თვალებში და ვუთხრათ, რომ გამარჯვებამდე ცოტა გვიკლია - დათო გორგილაძე ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში დგას. მწერალი და ტელეწამყვანი ამბობს, რომ დღევანდელი მარშით ადამიანები ევროპას ეუბნებიან, რომ საქართველოს კურსი უცვლელია.
დღევანდელი მარშის მთავარი იდეა არის ის, რომ ერთმანეთს დავენახოთ და ჩავხედოთ თვალებში, შევაგულიანოთ და ვუთხრათ, რომ გამარჯვებამდე ცოტა გვიკლია, რომ ერთი ხელის გაწვდაზეა ეს გამარჯვება. დავიჯეროთ, საკუთარი ძალების, შესაძლებლობების და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის. ადამიანები, თავიანთი შემოქმედებითი პროტესტიოთ, მანიფესტაციით ეუბნებიან ევროპას, რომ სინამდვილეში ჩვენი კურსი არის უცვლელი", - ამბობს დათო გორგილაძე.
საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები გაშალეს - თბილისში ევროპული არჩევანის მხარდამჭერი მარში იწყება.
საქართველო ირჩევს ევროკავშირს! - თბილისში მასშტაბური მარში რამდენიმე ადგილიდან დაიძრა.
მარშის მონაწილეები საღამოს 7 საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც კონცერტია დაგეგმილი. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მარშის ჩატარების მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:
- რესპუბლიკის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
- მარჯანიშვილის მოედანი;
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.