თინა ბოკუჩავა: ეს არის მართლა გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა
„არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე ეს არის მართლა გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა"- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც ევროპული არჩევანის მხარდამჭერი მარშის მონაწილეები იკრიბებიან.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბრის რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე თითოეული საქართველოს მოქალაქე გააკეთებს ევროპულ არჩევანს:
ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის ქართველი ხალხისგან, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ჩვენი ხმა. ჩვენ ახლა შეკრებილები ვართ გმირთ მოედანზე, აქედან დავიძვრებით თავისუფლების მოედნისკენ. არის სულ ხუთი ლოკაცია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება და თავისუფლების მოედანზე ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრნი, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიგოს ქართველი ხალხის ხმა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული არჩევანი, რომ ჩვენ ერთიანობით ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, უარს ვამბობთ საერთაშორისო იზოლაციაზე და იმ სიღატაკეზე, რაც საერთაშორისო იზოლაციას მოაქვს. არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე ეს არის მართლა გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა. ეს გადაწყვეტილება ქართველ ხალხს უკვე მიღებული აქვს, ეს არჩევანი ქართველ ხალხს უკვე გაკეთებული აქვს და ახლა ჩვენი ვალია, პოლიტიკური პარტიების, მაგრამ ასევე თითოეული მოქალაქის, რომელსაც აქვს ყველაზე ძვირფასი კონსტიტუციური უფლება, რომ საკუთარი ხმით, საკუთარი არჩევანით განსაზღვროს თავისი ბედი და ჩვენი ქვეყნის მომავალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და ევროპულ არჩევანს გააკეთებს სულ რაღაც ექვს დღეში, 26 ოქტომბრის რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე, სადაც ჩვენი ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ ევროპის განვითარების გზაზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.