ბიძინა ივანიშვილის დრო დასრულებულია - თამარ კორძაია
'' ბიძინა ივანიშვილის დრო დასრულებულია, ეს არის წინასწარი რეპეტიცია, 26 ოქტომბერი არჩევნების" - ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მორაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მარშზე სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ განაცხადა.
მისი თქმით, ''ქართული ოცნება'' დამარცხებულია და მას ამ ფაქტის შეგუება მოუწევს:
მე არა მგონია, თუნდაც პოლიციელებმა ან ნებისმიერმა საჯარო მოხელემ გაბედოს და წავიდეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ''ქართული ოცნება'' დამარცხებულია, ახლა საკითხი დგას შეეგუება თუ არა ამას, მას მოუწევს შეეგუოს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს და ეს არის ევროკავშირის წევრობა"- თქვა მან.
თბილისში მასშტაბური მარში დაიწყო. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:
- რესპუბლიკის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
- მარჯანიშვილის მოედანი;
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.