ქართველი გამომცემლები ფრანკფურტში: „არა რუსულ ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში! ქართველი მწერლები და გამომცემლები ირჩევენ ევროკავშირს!“
ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ევროპული მარშის მხარდასაჭერი ბანერი გაშალეს - ვიდეომასალას გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გვანცა ჯობავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"არა რუსულ ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში! ქართველი მწერლები და გამომცემლები ირჩევენ ევროკავშირს!" - წერია ბანერზე.
მარშს ვერ ჩამოვუსწარით, მაგრამ მწერლები და გამომცემლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან ვუერთდებით საქართველოსა და სხვა ქვეყნების ქუჩებში გამოსულ ქართულ საზოგადოებას!
დღეს ფრანკფურტის მნიშვნელოვანი სცენიდან ვუთხარით აქ შეკრებილ საზოგადოებას, რომ "არა რუსულ ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში! ქართველი მწერლები და გამომცემლები ირჩევენ ევროკავშირს!", - წერს გვანცა ჯობავა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც ქვეყნები წარადგენენ თავიანთ ლიტერატურას, საქართველოს სახელით წელსაც დამოუკიდებელი სტენდი და კონცეფციაა წარდგენილი.
თბილისში მასშტაბური მარში იწყება. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:
- რესპუბლიკის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
- მარჯანიშვილის მოედანი;
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.