არჩევნები მოგებული გვაქვს - პაატა ბურჭულაძე
გამარჯვება მოგვადგა კარს, მთავარია ჩვენ ახლა გავუღოთ კარი და შემოვუშვათ ეს გამარჯვება ჩვენს ოჯახებში - მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, მათ ვინც ახლა სახლიდან და ტელევიზორებიდან აკვირდება თბილისში მიმდინარე ევროპულ მარშს, ქუჩაში გასვლისკენ და ევროპული მომავლის დაცვისკენ მოუწოდებს.
ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნები ოპოზიციას მოგებული აქვს, უბრალოდ მისი თქმით, ხალის ბევრი რაოდენობა "ოცნებას" გაუდავილებდა მარცხის აღიარებას.
მე მინდა ვუთხრა მათ, ოღონდ საწყენად არა, ვინც წამოგორებულია ახლა ტახტზე და ელდოება რომ ჩვენ გავუხსნით ევროპის კარს, მეგობრებო, ბატონებო გამოდით და თქვენც მიითეთ მონაწილეობა ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, იმიტომ, რომ საქართველო არის ჩვენი და ნუ მოატაციბინეთ სხვანაირად მოაზროვნე ადამიანებს. ყველანი გარეთ გამობრძანდით და ერთად დავიცვათ ჩვენი მომავალი, რომელცი მოგვადგა კარს. ფაქტობრივად ჩვენ დღეს ვიტყვით, რომ არჩევნები გვაქვს მოგებული. ამას უკვე შეგუეულები ვართ. უბრალოდ, დღეს ხალხის რაოდენობა შეუკრავთ ხელებს გაყალბებაზე. ასე, რომ დღეს ძალიან ბევრნი ვიქნებით და გავუადვილებთ "ოცნებას", რომ აღიარონ დამარცხება", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.
საქართველო ირჩევს ევროკავშირს! - თბილისში მასშტაბური მარში რამდენიმე ადგილიდან დაიძრა.
მარშის მონაწილეები საღამოს 7 საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც კონცერტია დაგეგმილი. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მარშის ჩატარების მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:
- რესპუბლიკის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
- მარჯანიშვილის მოედანი;
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.