დღევანდელი დღე წარმომიდგენია, როგორც უდიდესი სიყვარულს დღე - ნიკოლოზ რაჭველი
დღევანდელი დღე წარმომიდგენია, როგორც უდიდესი სიყვარულს დღე - ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, რომ ყველა ორკესტრი - ევროპული, უკრაინული და ამერიკული ელოდება არჩევნების დღეს, რადგან ყველას უნდა საქართველოს კარგი მომავალი.
ჩვენ ყველაფერს მიჩვეული ვართ. დღევანდელი დღე,წარმომიდგენია, როგორც უდიდესი სიყვარულს დღე. ასეთ შეკრებებზე ერთიანდებიან ადამიანები, ვისაც აქვს გახურებული და ანთებული გული თავისი სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის. ჩვენი სამშობლო სხვა რა არის თუ არა ერთმანეთისთვის ყოველდღიური ყოფნა. ეს არის რეფერენდუმი და არა უბრალოდ არჩევნები, ჩვენი ცივილიზებული დასავლური პარტნიორების სამყარო, მათ შორის კოლეგები, გულშემატკივრები ყველანი გულშემატკივრობენ, ვიღებთ ასობით წერილებს და 26 ოქტომბერს, როგორც ჩვენ ველოდებით, ასევე ყველა ორკესტრი ევროპული, უკრაინული და ამერიკული, რომელთანაც ჩვენ გვქონია შეხება და გადაკვეთა. ყველას უნდა საქართველოს კარგი მომავალი. საქართველო ყველასთვის ძვირფასია. მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხალხმრავლობა, როდის იყო რომ საქართველოს სჭირდებოდა და ხალხი არ იდგა ერთმანეთის მხარ და მხარ და ასე იქნება დღესაც", - ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.
საქართველო ირჩევს ევროკავშირს! - თბილისში მასშტაბური მარში რამდენიმე ადგილიდან დაიძრა.
მარშის მონაწილეები საღამოს 7 საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც კონცერტია დაგეგმილი. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მარშის ჩატარების მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:
- რესპუბლიკის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
- მარჯანიშვილის მოედანი;
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.