"ჩემოდნების ჩალაგების დროა" - ცნობილი მხატვარი "ქართულ ოცნებას"
მსახიობი ირაკლი აფაქიძე და მხატვარი მამუკა ცუცქირიძე თბილისში მიმდინარე ევროპულ მარშს შეუერთდნენ - როგორც ხელოვანები აცხადებენ, დროა, "ხელისუფლებამ ჩემოდნების ჩალაგება დაიწყოს".
მამუკა ცუცქირიძის განმარტებით, საჭიროა, რომ ასპარეზი ახალ თაობას დაუთმონ, რომლებიც "საქართველოში ლამაზ და ბედნიერ მომავალს ააშენებენ".
ხელისუფლებას ვეტყოდი - ჩემოდნების ჩალაგების დრო არის. გზა უნდა დავუთმოთ ახალ თაობას, რომლებიც ააშენებენ ლამაზ და ბედნიერ მომავალს საქართველოში", - ამბობს მამუკა ცუცქირიძე.
მსახიობი ირაკლი აფაქიძე კი ამბობს, რომ "დღევანდელი მსვლელობა არის სწორედ ის ნაბიჯი, რომელიც ქართველ ხალხს ბედნიერებამდე მიიყვანს".
ემოციებით ვარ გავსებული, რადგან ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს ბედნიერებამდე. ევროპაში არის ერთი მთავარი ფასეულობა, ყველაფრის თავში დგას ადამიანი, მისი უფლებები და დანარჩენი ყველაფერი მერე მოდის. ჩვენ ვართ იმის ღირსები, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ქვეყანაზეც და ჩვენ ადამიანებზეც გავრცელდეს. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას", - ამბობს ირაკლი აფაქიძე.
თბილისში მასშტაბური მარში დაიწყო. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
მარშის მონაწილეებმა შეკრება შემდეგ ლოკაციებზე დაიწყეს:
- რესპუბლიკის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
- მარჯანიშვილის მოედანი;
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.