ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომ გვიერთდება, მას აქვს უნიკალური და განსაკუთრებულ როლი - ეკა გიგაური
ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომ გვიერთდება, მას აქვს უნიკალური და განსაკუთრებულ როლი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ყველაფერს აკეთებდა.
გიგაურმა, საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სახლში იმყოფება, თავისუფლების მოედანზე გასვლისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ახლა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი წყდება.
''მე მგონია, რომ ყველამ ძალიან კარგად დავანახეთ ხელისუფლებას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა ევროპა. ერთი ნაკადია მოსული და უკვე გავსებულია თავისუფლების მოედანი, კიდევ ველოდებით ოთხ ნაკადს. მე ძალიან გახარებული ვარ. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, ვთქვით რომ არ გვიდა რუსეთი, ჩვენ არ გვეზარება ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა. ეს დღეს ჩვენ ყველას ვანახეთ, მთელი მსოფლიო გავაკვირვეთ ჩვენი შემართებით, ბრძოლით და მე მგონია, რომ სულ ცოტა ხანში ყველაფერს გავაკეთებთ და დავინახავთ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირს წევრი. ამას ნამდვილად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომ გვიერთდება, მას აქვს უნიკალური და განსაკუთრებულ როლი. ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ წინაღმდეგობას უქმნიდნენ, მაინც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ნამდვილად აკეთებდა ყველაფერს, რომ ევროკავშირმა საქართველო არ დატოვოს. მას ჩემგან, როგორც რიგითი მოქალაქისგან ძალიან დიდი მადლობა", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
თბილისში მასშტაბური მარში მიმდინარეობს. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი არის - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
მარშის მონაწილეებმა შეკრება შემდეგ ლოკაციებზე დაიწყეს:
- რესპუბლიკის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
- მარჯანიშვილის მოედანი;
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.