"ქართველები ისევ ისტორიას წერენ! თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია" - როთი ევროპულ მარშზე
"ქართველები ისევ ისტორიას წერენ! თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია" - ასე ეხმაურება თბილისში მიმდინარე ევროპულ მარშს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი.
გერმანელი პოლიტიკოსი პლატფორმა "X"-ზე წერს, რომ "დღეს ათიათასობით ადამიანი დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის მართავს".
ქართველები ისევ ისტორიას წერენ! დღეს ათიათასობით ადამიანი მართავს დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. გმადლობ!" - წერს მიხაილ როთი.
თბილისში მასშტაბური მარში დაიწყო. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
მარშის მონაწილეებმა შეკრება შემდეგ ლოკაციებზე დაიწყეს:
- რესპუბლიკის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
- მარჯანიშვილის მოედანი;
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.