"ცვლილებები გარდაუვალია" - ბიჭი საქართველოს დროშით მარტის აქციიდან ისევ ქუჩაში დგას
ბიჭი საქართველოს დროშით მარტის აქციიდან, საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, ისევ ქუჩაში დგას.
საუბარია, სანდო ჯოხაძეზე, რომელიც გასულ წელს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სპეცრაზმელებმა დააკავეს, დროშა გაუთელეს და 2 დღით იზოლატორში მოათავსესა.
ჯოხაძე ამბობს, რომ ცვლილებები გარდაუვალია:
გარდაუვალია ეს ცვლილებები და ვისაც ამაში ეჭვი თუ ეპარება ვინმეს , შეხედოს დღევანდელ აქციას. იკრიბება ჯერ კიდევ უამრავი ხალხია უკვე, ყველაფერი ნათელა, რომ ხალხი მზად არის ცვილებისთვის, ყველაფრისთვის არის მზად . დარწმუნებული ვარ, რომ აქედან 6 დღეში საქართველო გააკეთებს, უდიეს განაცხადს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, როგორც 26 მარტი იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ევროპულ ოჯახში საფეხბურთო კუთხით დავბრუნდით, სახელმწიფო კუთხით იქნება ასეთი 26 ოქტომბერი და დარწმუნებული ვარ, რომ 6 დღე დარჩა ჩვენს გამარჯვებამდე.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.