ჰარმსი: "შთამბეჭდავია იმის ნახვა, როგორ გამოვიდა ოპოზიცია და ქართველი ხალხი ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად"

20.10.24 19:13
ჰარმსი: "შთამბეჭდავია იმის ნახვა, როგორ გამოვიდა ოპოზიცია და ქართველი ხალხი ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად"

ყოფილი ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი პლატფორმა "X"-ზე თბილისში მიმდინარე ევროპული მარშის შესახებ წერს, "ძალიან შთამბეჭდავია იმის ნახვა, თუ როგორ გამოვიდა ოპოზიცია და საქართველოს მრავალი მოქალაქე, უკვე მერამდენედ ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად".

თბილისში მასშტაბური მარში დაიწყო. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთია - "ჩვენ გვინდა ევროპაში". 

მარშის მონაწილეებმა შეკრება შემდეგ ლოკაციებზე დაიწყეს:

  • რესპუბლიკის მოედანი;
  • გმირთა მოედანი;
  • 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
  • მარჯანიშვილის მოედანი;
  • ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).

19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

მსგავსი სიახლეები