საქართველო ირჩევს EU-ს - თავისუფლების მოედანზე საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა

20.10.24 19:31
საქართველო ირჩევს EU-ს - თავისუფლების მოედანზე საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა

თავისუფლების მოედანზე აქცია,  „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მიმდინარეობა - რამდენიმე წუთის წინ, აქციის მონაწილეებმა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს.

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე უკვე შეიკრიბნენ. 

მოქალაქეების უკვე მიმართა საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ. 

მისი თქმით, საქართველოს თავისუფლებასა და ევროპასთან დაახლოებას ექვსი დღე აშორებს.

„კარზე მოგვადგა თავისუფლება და ევროპა - ექვსი დღე გვაშორებს თავისუფლებასა და ევროპასთან დაახლოებას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვედით. ამით „ქართულ ოცნებას“ გავუადვილებთ, აღიაროს, რომ არჩევნები წაგებული აქვს. მე არ ვიცი, რომელი იქნება ვაჟკაცი, ვინც გამოვა და იტყვის - დიახ, ჩვენ არჩევნები წავაგეთ და ძალაუფლება ქართველ ხალხს გადაეცემა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს რაც შეიძლება მალე, 27 ოქტომბერს მოხდება. 27-ში ჩვენ დიდი გამარჯვების დღე გვაქვს. მე დღეს პატივი მაქვს, აქ საქართველოს ჰიმნი შევასრულო“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი. 

ფოტო: Ezz Gaber

მსგავსი სიახლეები