პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზეა - სალომე ზურაბიშვილი მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ შეუერთდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზეა - სალომე ზურაბიშვილი ევროპულ მარშს რამდენიმე წუთის წინ შეუერთდა. პრეზიდენტის გამოჩენას ადგილზე შეკრებილების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.
სალომე ზურაბიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თქვა, რომ თავის სათქმელს სცენიდან იტყვის.
ამ წუთებში ქვეყნის მთავარსარდალი სცენის სიახლოვეს, ქართველი ხალხის გვერდით დგას.
ევროპული მარშის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე რამდენიმე წუთის წინ სხვადასხვა ლოკაციიდან მივიდნენ.
თავისუფლების მოედანზე საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.
თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.