"ოცნების" დეპუტატ ობოლაშვილის სასტუმროს აივნიდან აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს ლაზერს ანათებენ

20.10.24 20:02
"ოცნების" დეპუტატ ობოლაშვილის სასტუმროს აივნიდან აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს ლაზერს ანათებენ

"ოცნების" დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სასტუმრო "მონოგრაფის" აივნიდან აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს ლაზერს ანათებენ. "პირველებს" მიაწოდეს ფოტო მასალა, სადაც ჩანს, რომ პროვოკატორები მმართველი პარტიის დეპუტატის კუთვნილ სასტუმროში იმყოფებიან და სიტყვით გამომსვლელებს ლაზერს ანათებენ. სასტუმრო "მონოგრაფი" თავისუფლების მოედანზე მდებარეობს და "ოცნების" სიის 37-ე წევრის საკუთრებაა. 

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მარშის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე რამდენიმე წუთის წინ სხვადასხვა ლოკაციიდან მივიდნენ. თავისუფლების მოედანზე საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა. თავისუფლების მოედანზე ცოტა ხნის წინ მივიდა საქართევლოს პრეზიდენტიც. 

მსგავსი სიახლეები