პრეზიდენტი: არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება
საქართველოს პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მიმართავს - "დღეს აქ ხვალინდელი საქართველო დგას"- ეს არის სალომე ზურაბიშვილის მთავარი სათქმელი.
"ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე, მარშზე - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს “სიტყვით გამოსვლისას.
"ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა - აქ არავინ არ არის მოსული, იმიტომ, რომ უთხრეს: „თუ არადა სამსახურს დაკარგავო“ - არცერთი სტუდენტი არ არის მოსული, იმიტომ, რომ უთხრეს: „თუ არადა სტიპენდია არ გექნებაო" - ამბობს ზურაბიშვილი.
მისი თქმით, დღეს აქციაზე ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში.
დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის.
ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი. ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის. ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემ წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს: „თუ არადა, სამსახურს დაკარგავო“; არცერთი სტუდენტი არ არის მოსული, იმიტომ, რომ უთხრეს: „თუ არადა, სტიპენდია არ გექნება“.
არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ ის საზოგადოება, ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში.
დღეს აქ ხვალინდელი და გუშინდელი საქართველო დგას. გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც ჩაძირული იყო საბჭოთა კლანჭებში, არამედ ის თავისუფალი საქართველო ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი ღირსეული ისტორიისა. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევა ევროპაში.
მე მინდა, აქედან მივმართო მაია სანდუს. მაია, დღეს იმედი მაქვს, შენი გამარჯვების და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში!
ასევე, მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთვის იბრძვის და გამარჯვებული იქნება და ერთად შევალთ ევროპაში.
მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს, და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში; და შევალთ ევროპაში.
მე არ მინდა, ამ დღეებში თქვენგან გავიგო რამე „თუ“ ან „რომ“. ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი. მადლობა თქვენ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.