ზურაბიშვილის მიმართვა ზელენსკისა და სანდუს: “ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში”
“ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში” - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუს მიმართ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილმა სცენიდან ხაზგასმით განაცხადა, რომ უკრაინელები საქართველოს მომავლისთვისაც იბრძვიან.
სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მსვლელობით შეუერთდა აქციას “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”.
მინდა მივმართო მაია სანდუს - მაია, იმედი მაქვს, დღეს შენი და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში.
მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს. ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ როცა შევალთ ევროპაში, ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ.
შევალთ ევროპაში!!! არ მინდა ამ დღეებში თქვენგან გავიგო რამე “თუ”, ან “რომ” - ყველაფერი ნათელია. აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 20 ოქტომბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა გადაეწყვიტათ, განესაზღვრათ თუ არა კონსტიტუციით მოლდოვის საგარეო პოლიტიკური კურსის მიზნად ევროკავშრის წევრობა.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - თბილისში ევროპული მარში მიმდინარეობს. მოქალაქეები, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, დედაქალაქის ოთხი ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ.
ფოტო: Ezz Gaber
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.