მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპაში შესვლის შემდეგ ვიქნებით ისეთი მოკავშირეები, როგორიც არც დაგესიზმრებათ - პრეზიდენტი

20.10.24 20:44
მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპაში შესვლის შემდეგ  ვიქნებით ისეთი მოკავშირეები, როგორიც არც დაგესიზმრებათ - პრეზიდენტი

თბილისში მიმდინარე მარშის მონაწილეების წინაშე მდგარმა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიმართა.

"მინდა მათ ვუთხრა, რომ ევროპაში შესვლის შემდეგ ჩვენ ვიქნებით ისეთი მოკავშირეები, როგორიც არც დაგესიზმრებათ" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ამასთან, ქვეყნის მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია. 

მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს. მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ და შევალთ ევროპაში!

არ მინდა ამ დღეებში თქვენგან გავიგო „რაიმე თუ“ ან „რომ“. ყველაფერი ნათელია, აქ გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი. მადლობა თქვენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - თბილისში ევროპული მარში მიმდინარეობს. მოქალაქეები, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, დედაქალაქის ოთხი ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. 

მსგავსი სიახლეები