საქართველო ირჩევს ევროკავშირს - ემიგრანტები ევროპული მომავლის მხარდასაჭერად აქციას მართავენ
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა დღეს მადრიდსა და ბარსელონაში.
ქართველი ემიგრანტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბნენ მიუნხენშიც.
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მოქალაქეებს მოუწოებენ დაიცვან ქვეყნის ეროპული მომავალი და მივიდნენ 26 ოქტომბერს არჩევნებზე.
თბილისის ცენტრში პროევროპული მარში, "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მიმდინარეობს.
თავისუფლების მოედანზე აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.
სახალხო მარში თბილისში, 5 ლოკაციიდან დაიძრა. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლების ქუჩაზე, 300 არაგველის ობელისკთან, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.