Visioner: ევროპულ აქციაზე 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა
თავისუფლების მოედანზე ევროპულ აქციაზე 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა - ინფორმაციას Visioner ავრცელებს.
"დღეს, არჩევნებამდე სულ რაღაც 6 დღით ადრე, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩებში ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდასაჭერად. სხვადასხვა კადრებზე და ანალიზზე დაყრდნობით, აქციაზე, პიკის დროს, დაახლოებით 90-100 ათასი იმყოფებოდა", - წერია განცხადებაში.
მთავარი ფოტო: Ezz Gaber