იმედი მაქვს, ივანიშვილს ესმის ქართველი ხალხის ხმა და არ გააწვალებს მათ - თინა ხიდაშელი
ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ გუშინდელმა ევროპულმა მარშმა ქართული საზოგადოების ნება კიდევ ერთხელ ცხადყო. ხიდაშელი იმედს გამოთქვამს, რომ ივანიშვილის ქართველი ხალხის ხმა ესმის და არცევნების წაგების შემდეგ მათ არ გააწვალებს და მძიმე დღეებს არ გაატარებს.
ერთმნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების ნება. ამას ჩვენ ვხედავთ ყოველ დღე, ყოველ წუთს ქუჩებში, ქალაქებში, სოფლებში. იმედი მაქვს, რომ ეს ხმა ესმის ბიძინა ივანიშვილს და ძალიან არ გააწვალებს ამ ხალხს, ძალიან მძიმე დღეებს არ გაატარებს, რაც გარდაუვალია, რომ აღიაროს დამარცხება არჩევნებში, - ამბობს თინა ხიდაშელი.
თავისუფლების მოედანზე ევროპულ აქციაზე 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა - ინფორმაციას Visioner ავრცელებს. მარში სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროპას" თავისუფლების მოედანზე გუშინ გაიმართა. ათასობით მოქალაქეს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ხალხი ქუჩაში იმის სათქმელად გამოვიდა, რომ ირჩევენ ევროპას და უარს ეუბნებიან რუსეთს.