აღიარონ დამარცხება და წავიდნენ შინ - ლადო აფხაზავა "ოცნებაზე"

21.10.24 11:21
აღიარონ დამარცხება და წავიდნენ შინ - ლადო აფხაზავა "ოცნებაზე"

პედაგოგი ლადო აფხაზავა მმართელ პარტიას ურჩევს, აღიარონ დამარცხება და წავიდნენ სახლებში. ამის შესახებ მან გუშინ ევროპული მარშის შემდეგ ისაუბრა. აფხაზავა ამბობს, რომ ეს ქვეყანა "ოცნების" არაა და ის თავისუფალ ქართველ ხალხს ეკუთვნის

ადგნენ, აღიარონ დამარცხება და წავიდნენ შინ. ჩვენ, თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს დაგვითმონ, ეს ქვეყანა მათი არაა, ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის და ჩენ მოვუვლით, - ამბობს ლადო აფხაზავა.

თავისუფლების მოედანზე ევროპულ აქციაზე 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა -  ინფორმაციას Visioner ავრცელებს.  მარში სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროპას" თავისუფლების მოედანზე გუშინ გაიმართა. ათასობით მოქალაქეს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ხალხი ქუჩაში იმის სათქმელად გამოვიდა, რომ ირჩევენ ევროპას და უარს ეუბნებიან რუსეთს.   

მსგავსი სიახლეები