ივანიშვილმა ქართველი ხალხისგან მიიღო გაფრთხილება, ხელი არ წაუცდეს მათი ნების უგულებელყოფაზე - ბოკუჩავა

21.10.24 11:33
ივანიშვილმა ქართველი ხალხისგან მიიღო გაფრთხილება, ხელი არ წაუცდეს მათი ნების უგულებელყოფაზე - ბოკუჩავა

ივანიშვილმა ქართველი ხალხისგან მიიღო გაფრთხილება, ხელი არ წაუცდეს მათი ნების უგულებელყოფაზე, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძღაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა გუშინ თბილისში გამართულ ევროპულ მარშს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ივანიშვილს კიდევ ერთხელ ცხადად დაანახა, რომ ევროპულ მომავალს არ დათმობენ. 

ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაინახა ძალიან ცხადად, რომ ქართველი ხალხი ევროპულ არჩევანს არ დათმობს და ამით მან მიიღო გაფრთხილება ქართველი ხალხისგან, რომ ხელი არ წაუცდეს ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფაზე, რომელიც გამოხატება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, სადაც ჩვენ ავირჩევთ ევროპულ მომავალს, ევროპულ კეთილდღეობას და ერთიანობით გავიმარჯვებთ, - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

თავისუფლების მოედანზე ევროპულ აქციაზე 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა -  ინფორმაციას Visioner ავრცელებს.  მარში სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროპას" თავისუფლების მოედანზე გუშინ გაიმართა. ათასობით მოქალაქეს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ხალხი ქუჩაში იმის სათქმელად გამოვიდა, რომ ირჩევენ ევროპას და უარს ეუბნებიან რუსეთს.   

მსგავსი სიახლეები