ოზურგეთში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ქვეითს დაეჯახა - ქალი გარდაიცვალა
"პირველებისთვის" მოწებული ინფორმაციით, ოზურგეთში, გამოძახებაზე გასული კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ქვეითს დაეჯახა. 60 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, ქალმა გზის ის მონაკვეთი გადაკვეთა, რომელიც ქვეითებისთვის განკუთვნილი არ არის.
ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთ მიზეზად ასევე სტიქიით გამოწვეული ცუდი ხილვადობა სახელდება.
"პირველები" დეტალებს არკვევს.