მოკავშირეები ცდილობენ, ქართველ ხალხს ისტორიული არჩევანი გაუმარტივონ - სამადაშვილი
მოკავშირეები ცდილობენ, ქართველ ხალხს ისტორიული არჩევანი გაუმარტივონ, - ასე აფასებს ევროკავშირის მორიგ განცხადებას "ძლიერი საქართელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი. ოპოზიციის წევრის თქმით, 13 მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ღიად ამბობს უარს.
ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ცდილობენ, რომ ძალიან გაამარტივონ ქართველი ხალხისთვის ის ისტორიული არჩევანი, რომელიც მათ 26 ოქტომბერს უნდა გააკეთონ. ამიტომ გვეუბნებიან პირდაპირ ამჯერად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპული მინისტრების განცხადებაში, რომ საქართველო დღევანდელი ხელისუფლების გატარებული პოლიტიკა შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და პირდაპირ ამხელენ ხელისუფლებას, რომ რუსული კანონის მიღებით და იმ წინასაარჩევნო კამპანიით, რომელიც მათ ჩაატარეს, რომელიც ჰპირდება ჩვენს ქვეყანას ოპოზიციის განადგურებას არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, რომ ეს ხელისუფლება პირდაპირ ამბობს უარს ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, - ამბობს სამადაშვილი.
საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს - ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მინისტრები ხაზგასმის აღნიშნავენ, რომ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა.