ვიშორებთ ივანიშვილს - მივდივართ ევროპისკენ! - გიორგი ვაშაძე

21.10.24 13:25
ვიშორებთ ივანიშვილს - მივდივართ ევროპისკენ! - გიორგი ვაშაძე

ევროპელი პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს. მისი თქმით, არჩევანი მარტივია: ქვეყანა ან ევროპულ კეთილდღეობას ირჩევს, ან იზოლაციას ივანიშვილთან ერთად. 

პირდაპირ და ღიად გვეუბნებიან, 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმი საქართველოში: ვიშორებთ ივანიშვილს - მივდივართ ევროპისკენ, თუ ღმერთმა ნუ ქნა და ესენი რჩებიან ხელისუფლებაში - ვრჩებით იზოლაციაში. ეს არის: ევროპული კეთილდღეობა, წინსვლა თუ სიღატაკე და იზოლაცია ივანიშვილთან ერთად, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს -  ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მინისტრები ხაზგასმის აღნიშნავენ, რომ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა.  

მსგავსი სიახლეები