პეტრე ცისკარიშვილი: "შსს-ს განცხადებაში საინტერესოა კონტექსტი, თუ რა ვითარებაში მოხდა წყალში მხუთავი აირის გარევა

21.10.24 14:55
პეტრე ცისკარიშვილი: "შსს-ს განცხადებაში საინტერესოა კონტექსტი, თუ რა ვითარებაში მოხდა წყალში მხუთავი აირის გარევა

"შსს-ს განცხადებაში საინტერესოა არა კონკრეტულ მუხლებზე აპელირება, არამედ კონტექსტი, თუ რა ვითარებაში მოხდა წყალში მხუთავი აირის გარევა", - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა განაცხადა. 

პეტრე პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საკუთარ მოქალაქეებზე მხუთავი აირისდა რიგ შემთხვევებში რეზინის ტყვიების გამოყენებით "ქართულმა ოცნებამ" კრემლის დავალება შეასრულა. 

"შსს-ს განცხადებაში ამ მუხლებზე აპელირება კი არ არის საინტერესო, არამედ კონტექსტი, თუ რა ვითარებაში მოხდა წყალში მხუთავი აირის გარევა. ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომელიც იბრძოდა ორთვენახევრის განმავლობაში რუსული კანონის წინააღმდეგ, საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების სადარაჯოზე რუსთაველის გამზირზე იდგა ასიათასობით ჩვენი მოქალაქე მთელი გაზაფხულის განმავლობაში და სწორედ აი ამ ხალხზე მიუშვა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა წყლის ჭავლი მხუთავი აირით და ცალკეულ შემთხვევაში, დაუშინა რეზინის ტყვიები. იმიტომ რომ მათ ჰქონდათ დავალება, შეესრულებინათ კრემლის მითითებები, მიეღოთ რუსული კანონი, აღმოეფხვრათ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციები, მოესპოთ ისინი, რათა თვითონ ძალაუფლებას ჩაებღაუჭონ და მუდმივად მართონ ეს ქვეყანა, და მეორე მხარეს იდგა ახალგაზრდობა და ქართველი ხალხი, რომელიც ცდილობდა, ეს არ დაეშვა. ახლა მივედით იმ საკვანძო მომენტამდე, როდესაც ჩვენ ყველამ შაბათს, მშვიდად, უბნებზე მისვლით, ჩვენი მკაფიო გადაწყვეტილებით, ჩვენი ერთიანობით უნდა დავუსვათ წერტილი ამ რეჟიმის ბოროტმოქმედებას", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათის ეთერის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები დაადასტურა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მტკიცებულებების გასაჯაროების შემდეგ, გომელაურის უწყებამ აღიარა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში ქიმიურ ნივთიერებებს აზავებდნენ.

ძალოვანი უწყება ჩანაწერების ნამდვილობას არ უარყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლა მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ ქიმიური ნაერთების არევა წყლის ჭავლში კანონიერი იყო. 

„ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ აუდო ჩანაწერები ეთერში შაბათს, 19 ოქტომბერს გავიდა.

ჩანაწერიდან დგინდება ვისი დავალებით სჯიდნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს. რაციის ჩანაწერებში ისმის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის იოსებ ჭელიძის, იგივე "მოზგის" ხმა.

აუდიო მასალის მთავარი ფიგურანტები არიან "ხარება" და მისი მოადგილეეები. ერთ-ერთ ჩანაწერში გარკვევით ისმის სიტყვები - "გაზი გაურიეთ". 

მსგავსი სიახლეები