“ქართული ოცნების“ მცდელობა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, განწირულია - კორძაია

21.10.24 14:55
“ქართული ოცნების“ მცდელობა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, განწირულია - კორძაია

„ქართულ ოცნებას ვეტყოდი, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, ამიტომ განწირულია მათი ეს მცდელობა პრეზიდენტის იმპიჩმეტთან დაკავშირებით“ - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწევთ იმის დადასტურება, რომ “ოცნების“  დავალებების შემსრულებლები არიან.

ქართულ ოცნებას ვეტყოდი, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, ამიტომ განწირულია მათი ეს მცდელობა პრეზიდენტთან დაკავშირებით , მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს  მოუწევთ იმის დადასტურება, რომ ქართული ოცნების  დავალებების შემსრულებლები არიან . აქ არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც მაშინ არ დაადგინეს იმპიჩმენტი პრეზიდენტთან დაკავშირებით ‘’,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები