“ოცნებამ“ საჯარო მოხელეები დამკვირვებლად დაარეგისტრირა - მტკიცებულებები

21.10.24 17:09
“ოცნებამ“ საჯარო მოხელეები დამკვირვებლად დაარეგისტრირა - მტკიცებულებები

“ოცნების“ საარჩევნო მანიპულაციები - მმართველმა გუნდმა დამკვირვებლებად საჯარო მოხელეები დაარეგისტრირა. “პირველებმა“ მოიპოვა მტკიცებულებები, საიდანაც დგინდება, რომ პროსახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაციებში, საგანგებო მისიით, გამგებლები და მათი მოადგილეები განამწესეს.

საარჩევნო უბანზე “ოცნებისთვის“ იმუშავებს კრწანისის გამგებელიც - რეფერენდუმად წოდებულ არჩევნებს ბექა მიქაუტაძე “ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანების“ სახელით დააკვირდება.

“პირველებმა“ ინფორმაციის გადამოწმება კრწანისის რაიონის გამგებელთან სცადა, თუმცა მიქაუტაძემ ტელეფონს არ უპასუხა, ქალმა კი, რომელიც მიქაუტაძის ნომერზე ჟურნალისტს დახვდა, უთხრა, რომ “თათბირზე იყო და ვერ უპასუხებდა“.

ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა საჯარო მოხელემ, ლევან ჯიბღაშვილმაც, რომელიც არჩევნებზე ასევე დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

ადმინისტრაციული რესურსის სათავისოდ გამოყენებას და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენას უწოდებს მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია და ამბობს, რომ “ეს არის დიდი ცინიზმი“.

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ამ დამკვირვებლებმა ხელი შუეშლონ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა, როდესაც იქ დგას გამგეობის თანამშრომელი. გამგებელი, მოადგილე, საუბნო მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ორივე დამკვირვებლად არის დარეგისტრირებული, ახდენენ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას, რომ არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთონ - აცხადებს თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ - ის წევრი, ლილე ლიპარტელიანი.

ეს არის დიდი ცინიზმი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ “ოცნებას“  ჰყავს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში სამთავრობო ორგანიზაციები არიან და მათ დაკვეთებს ასრულებენ. ამ არასამტავრობო ორგანიზაციის წარემოამდგენლებს სხვა პარტიული მიზნების შესასრულებლად გამოიყენებენ, მაგალითად, ადამიანები აღწერონ, მათ ურეკონ, მატ შორის ობიექტრუი სადამკვირვებლო მისიები ვინც იქნებიან, იმათ ხელი შეუშლონ და ა. შ.“ , - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

მსგავსი სიახლეები