"ოცნების" "ტიტუშკა": გოგოებმა თმებით გვითრიეს (ვიდეო)
"ქართული ოცნების" ე.წ. ტიტუშკა, რომელიც თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამომსვლელებს ლაზერს ანათებდა, ამტკიცებს, რომ სასტუმროში ასულმა სამოქალაქო აქტივისტებმა თმებით ითრიეს.
თედო ბიტბუნოვმა კომენტარი სამთავრობო არხს მისცა.
თავიდანვე შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ, რომ შემოვიდნენ, თმებით დაითრიეს ჩემი მეგობარი. იყო გინებები, კამერების ამოღება, რაც თვითონ აწყობდათ, ის კადრები გადაიღეს. ისეთი სიტყვები თქვეს, ბიჭებს რომ ერთმანეთისთვის არ გვიკადრებია"- ამბობს თედო ბიტბუნოვი.
ვინ არიან ქართული ოცნების ე.წ. ტიტუუშკები, რომლებმაც ევროპული მარშის მიმდინარეობის დროს ლაზერები გამოიყენეს? "პირველებმა" მათი იდენტიფიცირება მოახერხა.
პლედებმოხვეული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი დამკრძალავი ბიუროს შეფის შვილია, მეორე, სავარაუდოდ კალაძის მძღოლის შვილი, მესამე ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
მმართველ პარტიას ტიტუშკები მობილიზებული ორ ობიექტზე ჰყავდა.