ქართველი ხალხი არ აპირებს რუს ოლიგარქს ეს ქვეყანა რუსეთში გაატანოს - ანა ნაცვლიშვილი

21.10.24 17:30
ქართველი ხალხი არ აპირებს რუს ოლიგარქს ეს ქვეყანა რუსეთში გაატანოს - ანა ნაცვლიშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ გუშინდელ აქციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების არ გამოჩენა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ემიჯნებიან.

ნაცვლიშვილის თქმით, “ეს მარში კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს რუს ოლიგარქს ეს ქვეყანა რუსეთში გაატანოს.“

ძალიან მრავლისთქმელია, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია და ვერც შეძლო და არც მოვიდა იქ, სადაც ათიათასობით ადამიანი იდგა საქართველოს ევროპული მომავლის ირგვლივ გაერთიანებული. ეს მარში კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს რუს ოლიგარქს რუსეთში გაატანოს ეს ქვეყანა. ქართველ ხალხს სურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და ასევე ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ემიჯნება იმ ათიათასობით მოქალაქეს და მათ ნებას და არ და ვერ მოდის იქ, სადაც ევროპული იდეის ირგვლივ გაერთიანებული, თავისუფალი ადამიანები დგანან“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები