"საქართველო ირჩევს ევროპას" - ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე გასული ადამიანები "ოცნებამ" კვლავ ვერ დათვალა
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე გასული ადამიანები "ქართულმა ოცნებამ" ისევ ვერ დათვალა. მმართველი პარტიის მათემატიკით ხალხის სიმცირის გამო აქცია ჩავარდა. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ თავისუფლების მოედანი სავსე არ იყო. მეტიც, პრემიერმა დრონის კადრებიც კი დაიწუნა.
ამის პარალელურად, კი 20 ოქტომბერს არჩევნების გენერალური რეპეტიცია შედგა. ის ხალხი, რომლებიც თავისუფლების მოედანზე იდგნენ, ამბობენ, რომ გუშინ, პრაქტიკულად, არჩევნების ბედი გადაწყდა.
"ქართველი ხალხის გზავნილი მიღებულია" - თბილისის ქუჩებში გამოსულმა მოსახლეობამ მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ახლა სრული მობილიზაცია 26 ოქტომბრისთვის არის გამოცხადებული, როდესაც ქვეყანამ ევროპული არჩევანი ოფიციალურად უნდა გააფორმოს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.