"ოცნების" ცრუ დამკვირვებლები - "პირველების" ხელშია სახელისუფლებო მაქინაციების კონკრეტული მტკიცებულებები
"პირველების" ხელშია სახელისუფლებო მაქინაციების კონკრეტული მტკიცებულებები. საჯარო მოხელეებს პროსახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაციებში არეგისტრირებენ და არჩევნებზე დამკვირვებლებად უშვებენ.
მაგალითად, კრწანისის გამგებელი 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე "ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანებას" წარმოადგენს. კრწანისის გამგებლის გარდა, პროსახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით არჩევნებს დააკვირდება სოციალური პროექტების განყოფილების უფროსი - ლევან ჯიბღაშვილიც.
ეს ახალი სქემაა ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნით. მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც მიუღია გამგეობიდან დახმარება, არ არის გამორიცხული, გამგებლის დანახვაზე თავი უხერხულად იგრძნოს და იძულებული გახდეს, ხმა მმართველ პარტიას მისცეს. ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის გარდა, სახეზეა დიდი ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაც.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.