პრეზიდენტის იმპიჩმენტი მეორე წრეზე წავიდა - ვინ შეცვლის ირაკლი კობახიძეს ბრალმდებლის ტრიბუნასთან

21.10.24 20:37
პრეზიდენტის იმპიჩმენტი მეორე წრეზე წავიდა - ვინ შეცვლის ირაკლი კობახიძეს ბრალმდებლის ტრიბუნასთან

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გზით გადაყენების უკვე მეორე წრეზე წავიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი, თითქმის, უცვლელი, ისევ კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევით გადაეგზავნა. მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტს მეორედ მაინც გადააყენებს. 

შეხვედრები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობა, მოლაპარაკებები ევროკომისიის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებთან, ორმხრივი შეხვედრები პარიზში პრეზიდენტ მაკრონთან - ეს ის ვიზიტებია, რომლის საფუძველზეც ივანიშვილის გუნდი იმპიჩმენტს იწყებს. 

არშემდგარი იმპიჩმენტის დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მომხსენებელი ირაკლი კობახიძე იყო, ახლა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა და გამორიცხული არ არის, რომ მთავარი მოდავე პრეზიდენტის წინააღმდეგ ის იყოს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.