კრიმინალების მობილიზაცია დაწყებულია - ოპოზიციის ცნობით, "ოცნებამ" ამომრჩევლის დასაშინებლად გურიაში კუნთმაგარი ბიჭები ჩაიყვანა

21.10.24 20:41
კრიმინალების მობილიზაცია დაწყებულია - ოპოზიციის ცნობით, "ოცნებამ" ამომრჩევლის დასაშინებლად გურიაში კუნთმაგარი ბიჭები ჩაიყვანა

ოპოზიციის მტკიცებით, ამომრჩევლის დასაშინებლად გურიაში "ქართულმა ოცნებამ" კრიმინალების მობილიზაცია მოახდინა. პროკურორის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ზურაბ ნონიაშვილი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ახლა გურიაში ჩაიყვანეს და ხალხის დაშინებით არის დაკავებული. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის ყოფილი მაყურებელი, საგანგებო მისიით გურიაში ვასილ ჩიგოგიძის თხოვნით ჩავიდა.  

არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე საჯარო ხდება ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი ფაქტი. ირკვევა, რომ ხმებს "ქართული ოცნება" ხალხს 50-ლარიან ვაუჩერებში უცვლის. პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ დღეს გაასაჯაროვა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მმართველი პარტიის შტაბში მიღებულ 50- ლარიან ვაუჩერს მოქალაქე აფთიაქში ანაღდებს. ოპოზიციას აქვს ინფორმაცია, რომ რუსთავშიც ანალოგიური სიტუაციაა. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.