ივანიშვილი პროფესიონალი მატყუარაა - კუპრაძე

21.10.24 23:32
ივანიშვილი პროფესიონალი მატყუარაა - კუპრაძე

"ივანიშვილი პროფესიონალი მატყუარაა და ჩვენ ამას ვისმენთ ''ქართული ოცნების'' თითოეულ განცხადებაში" - ამის შესახებ  "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ''ტვ პირველის'' ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნებას" შეუძლია, "თეთრზე შავი თქვას და შავზე თეთრად გაასაღოს".

ივანიშვილი არის პროფესიონალი მატყუარა და ჩვენ ამას ვისმენთ ''ქართული ოცნების'' თითოეულ განცხადებაში. მათ შეუძლიათ თეთრზე შავი თქვან, შავზე თეთრი თქვან და ესე გაასაღონ. ერთადერთი, რაღაცის იმედით საკუთარი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების იმედით. მხოლოდ მასზე მიბმული, მოქალაქეები ამ ტყუილის  მსხვერპლი იქნებიან'',- ამბობს ირაკლი კუპრაძე.