ყველაფერი დამიყადაღეს, შეძენილი ვერტმფრენი გერმანიიდან რამდენიმე თვე ვერ წამოვიყვანე - ივანიშვილი
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე "ტვ იმედის" ეთერში აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან ორ კვირაში საზღვარგარეთ არსებული ყველანაირი აქტივი, მათ შორის, ხელოვნების ნიმუშები და ვერტმფრენები დაუყადაღეს.
სწორედ რომ პირიქითაა, საკუთარი ინტერესების სახარჯოდ არ მინდა, რომ ქვეყნის ინტერესები ოდნავ მაინც დაზიანდეს. [...] ძალიან მარტივად შეიძლება აიხსნას სანქცირებული ვარ თუ არა რეალურად - როდესაც ომი დაიწყო, ზუსტად 2 კვირაში ყველანაირი აქტივი, თუკი რამე იყო ჩემი საზღვარგარეთ, ყველაფერი დააყადაღეს, მათ რიცხვში ხელოვნების ნიმუშები, ვერტმფრენი მქონდა შეძენილი, ისიც, რამდენიმე თვე ვერ წამოვიყვანე გერმანიიდან. ხელოვნების ნიმუშებზე რაღაც საოცრებები ხდებოდა", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.