26 ოქტომბერს ყველა მოქალაქემ უარი უნდა უთხრას ''ოცნებად'' წოდებულ რუსულ კოშმარს - ჯაფარიძე
"26 ოქტომებრს, ყველა მოქალაქემ უარი უნდა უთხრას "ქართულ ოცნებად" წოდებულ რუსულ კოშმარს, რომელიც 12 წლის განმავლობაში ტანჯავს ამ ქვეყანას" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გია ჯაფარიძემ გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" ისაუბრა.
გია ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის გუნდს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები წაგებული აქვს.
''ქართული ოცნება'' არის უკვე წაგებული პარტია, გაკოტრებული პარტია, დაპირებაც კი არ აქვს საქართველოს მოქალაქეების მიმართ. მათი ლიდერი ტყვიაგაუმტარი კაბინიდან ელაპარაკება ადამიანებს, არცერთი საქართველოს მოქალაქისთვის ხელიც კი არ ჩამოურთმევია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვესაუბრებით ჩვენს მოქალაქეებს. მე მგონი, 26 ოქტომბერს, რაც ჩვენ გვაქვს დარჩენილი არის გამარჯვების გაფორმება, ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე, უარი უთხრას ''ქართულ ოცნებად'' წოდებულ რუსულ კოშმარს, რომელიც 12 წლის განმავლობაში ტანჯავს ამ ქვეყანას'',- განაცხადა გია ჯაფარიძემ.