"ქართულმა ოცნებამ" საკუთარ თავს ძირი თავადვე გამოუთხარა - ცქიტიშვილი

21.10.24 23:13
"ქართულმა ოცნებამ" საკუთარ თავს ძირი თავადვე გამოუთხარა - ცქიტიშვილი

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ თავს ძირი თავადვე გამოუთხარა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ერთადერთი, რაზეც მმართველ პარტიას იდეოლოგიური კამპანია აქვს აგებული, არის ''ბოდვითი გლობალური ომის პარტია''.

''ქართულ ოცნებას'' ამ არჩევნებს ყველაზე მეტად ეშინია. სამწუხაროდ, თავის თავს ძირი გამოუთხარეს, თავის პოლიტიკურ სისტემას ძირი გამოუთხარეს. ეს არის მხოლოდ პარტიად დარჩენილი ერთი ადამიანის ირგვლივ მატერიალური და პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებული. არანაირი სხვა, იდეოლოგიური მრწამსი შიგნით არ დარჩა. ერთადერთი, რაზეც აქვთ აგებული მთელი იდეოლოგიური კამპანია, ეს არის ბოდვითი გლობალური ომის პარტია,'' - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.